Saturday, May 14, 2016

მოსწავლის ნაშრომი

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის ატვირთვა და ლინკზე მიბმა, საქაღალდეს განთავსება ბლოგზე, ნამუშევრის გასაჯაროება.
    ტრენინგი იყო მეტად ნაყოფიერი, ვისწავლეთ ბევრი საინტერესო და საჭირო აქტივობა ისტ- ის გამოყენებით, რაც გამოგვადგება გაკვეთილების სრულყოფილად ჩასატარებლად. სამწუხაროდ დრო იყო არასაკმარისი,მიუხედავად ამისა, ტრენერმა მოახერხა  ძირფესვიანად გაეცნო პროგრამა. 

ჩემი პორტფოლიო

მეცხრე სამუშაო დღეს დრაივზე ავტვირთე და ბლოგზე გამოვაქვეყნე
 ჩემი პორტფოლიო

6-ე და 7-ე მოდულის რეფლექსია

     მეექვსე მოდულში ვისწავლეთ ყველა მოდულის აქტივობის გათვალისწინება, მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარება, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.
      მეშვიდე მოდულში გავეცანით, თუ როგორ სევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით დოკუმენტაცია, პრეზენტაცია და ვებრესურსები. დავგეგმეთ თემის ფარგლებში პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები ,ოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტრქნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის.

მე-4 და მე-5 მოდულის რეფლექსია

      მეოთხე მოდულით ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნა, მოსწავლის სავარაუდო ნასრომის დაგეგმვა, ასევე ამ ნასრომის დაკავშირება კითხვებთან, მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან. გავეცანით სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევას, შინაარსის დაგეგმვას, პრეზენტაციის ნიმუშის შექმნას, ბლოგის ნიმუშის შექმნას.
     მეხუთე მოდულით ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნასრომის გასაუმჯობესებლად. შევისწავლეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა.